Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ზლატან იბრაჰიმოვიჩი 8 ივნისს შვედეთის ნაკრებში გამოსამშვიდობებელ მატჩს ჩაატარებს.
შვედმა ლეგენდარულმა ფორვარდმა კარიერა მუხლის ქრონიკული ტრავმის გამო, წინა სეზონის ბოლოს დაასრულა.
8 ივნისს, სტადიონ ფრენდს არენაზე, ზლატანი ნაკრებში თავის უკანასკნელ მატჩს სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
ჯამში 42 წლის ექს-ფეხბურთელს ნაკრების მაისურით 122 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც 62 გოლი გაიტანა. ის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.
შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად იბრა 12-ჯერ დაასახელეს, რაც ქვეყნის რეკორდია.
კომენტარები
9 დღის წინ
2 თვის წინ
19 დღის წინ