Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ზინედინ ზიდანს ალჟირის საფეხბურთო ნაკრების გაწვრთნა შესთავაზეს.
L’Equipe-ს ინფორმაციით, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ რეალის ყოფილ მწვრთნელს ჯამელ ბელმადისთან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ მიმართა.
ზიდანი მისი მშობლების მშობლიური ქვეყნის მხრიდან ინტერესით მოხიბლული დარჩა, მაგრამ შემოთავაზება უარით გაისტუმრა.
ასევე, წყარო ამბობს, რომ ბოლო პერიოდში, ზიდანს აშშ-ს და ბრაზილიის ნაკრების გაწვრთნის შეთავაზებებიც შეუვიდა, თუმცა 51 წლის სპეციალისტმა ყველა უარყო - ზიზუ მხოლოდ საფრანგეთის ნაკრების გაწვრთნას განიხილავს და სწორედ ამ თანამდებობის გათავისუფლებას ელოდება.
კომენტარები
2 თვის წინ
2 თვის წინ