შესვლა

burger

ზედიზედ მეორედ - კატარის ნაკრები აზიის თასის გამარჯვებულია

ფონტის ზომა
TT

აზიის თასის ფინალში კატარმა იორდანია დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.


შეხვედრა ლუსაილში გაიმართა და კატარის ნაკრების გამარჯვებით 3:1 დასრულდა.


რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, კატარის ნაკრებმა აღნიშნულ შეხვედრაში თავისი სამივე გოლი პენალტით გაიტანა - აკრამ აფიფმა იორდანიის მეკარეს სამივეჯერ აჯობა და ჰეთ-ტრიკიც მიითვალა (22’ 73’ 90+5’).

 

თავისი ერთადერთი გოლი ტურნირის სენსაციამ 67-ე წუთზე გაიტანა, როცა ანგარიში გაათანაბრა და რამდენიმე წუთით ინტრიგა დააბრუნა.


ამრიგად, კატარმა ზედიზედ მეორედ მოახერხა აზიის თასის მოგება და ეს მათთვის ისტორიაშიც მეორე გამარჯვებაა.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.