Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
6 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 22-ე ტურის ფარგლებში, ჩემპიონატის ლიდერი ლივერპული საკუთარ მოედანზე ჩელსის უმასპინძლებს.
ხუთშაბათი, 1 თებერვალი, 00:15 საათი (თბილისის დროით) - ენფილდი, ლივერპული. მთავარი არბიტრი - პოლ ტირნი
პირდაპირი ტრანსლაცია adjarabetarena-ზე, სრულიად უფასოდ
ლივერპული პრემიერ ლიგაში თავის პირველ თამაშს ატარებს მას შემდეგ, რაც იურგენ კლოპმა ევროპული ფეხბურთი სეზონის ბოლოს წასვლის გადაწყვეტილებით შეძრა. ბევრი კითხვა არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიიღეს მისმა შეგირდებმა ეს გადაწყვეტილება - ექნებათ დამატებითი მოტივაცია, რომ საყვარელი მწვრთნელი მეორე ჩემპიონობით გააცილონ, თუ პირიქით, იურგენის მოახლოვებული წასვლა განწყობას დაუგდებს. ვნახოთ, რამდენად არის ემოციურად ლივერპული მზად, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა გააგრძელოს.
რაც დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ ბოლო დროს წითლები ყველა ტურნირზე საუცხოო ფორმაში არიან. იურგენ კლოპის ბიჭები პრემიერ ლიგის ცხრილს ლიდერობენ, ინგლისის ლიგის თასის ფინალში გავიდნენ, სადაც სწორედ ჩელსის დაუპირისპირდებიან და ასევე, აგრძელებენ ბრძოლას ინგლისის თასზე და ევროპა ლიგაზე.
გარკვეულწილად, დღევანდელი შეხვედრა ლიგის თასის ფინალის წინა რეპეტიცია იქნება, სადაც, კლოპის უარყოფის მიუხედავად, მისი გუნდი აშკარა ფავორიტად მოიაზრება.
რაც შეეხება ჩელსის, მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა ბოლო დროს გულშემატკივართა კარგი შედეგებით გახარება დაიწყო - მიდლსბროსთან ორმატჩიანი დაპირისპირების შედეგად, გუნდი ლიგის თასის ფინალამდე მივიდა, პრემიერ ლიგაში კი ჩრდილოეთ ლონდონის დერბიში მინიმალურად ფულემი იქნა დამარცხებული.
თუმცა, ლურჯების მიერ ნაჩვენები ფეხბურთის დონე, ამ ეტაპზე ვერ იძლევა იმის ასპროცენტიან გარანტიას, რომ ლონდონელების ღრმა კრიზისი სრულად არის დაღწეული, ცუდი შედეგები კი ვერანაირად ვეღარ დაბრუნდება. პოჩეტინოს გუნდს კვლავ აკლია იდეები შეტევაში, აკლია სტაბილურობა და ვერ დაიკვეხნის სტაბილურობით ვერც დაცვაში. ერთი სიტყვით, ჩელსი დღეს სურპრიზული გუნდია, რომლისგანაც ვერ გაიგებ, რას უნდა ელოდო.
საინტერესო ციფრები:
ლივერპულის და ჩელსის ბოლო შვიდი მატჩი ყველა ტურნირზე ფრედ დასრულდა (ორ შემთხვევაში გამარჯვებული პენალტებში გამოვლინდა), რაც ინგლისის უმაღლეს დივიზიონში ორ გუნდს შორის ყველაზე ხანგრძლივი მოუგებელი სერიაა.
ლივერპული პრემიერ ლიგაში უკვე ზედიზედ 14 მატჩია დაუმარცხებელია
გუნდებს შორის გამართული ბოლო 5 მატჩიდან 4 ძირითად დროში უგოლო ფრედ დასრულდა
იურგენ კლოპის და მაურისიო პოჩეტინოს 12-ჯერ გადაიკვეთა, საიდანაც ჩელსის ამჟამინდელმა სპეციალისტმა მხოლოდ 1 მოიგო, 6-ჯერ დამარცხდა და 5-ჯერ ფრე დაასრულა
მწვრთნელებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი დაპირისპირება 2018/19-სეზონში შედგა, როცა მათი გუნდები, ლივერპული და ტოტენჰემი ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. გერმანელმა 2:0 მოიგო.
სავარაუდო შემადგენლობები:
ლივერპული: ალისონი, არნოლდი, კონატე, ვან დაიკი, გომესი, კურტის ჯონსი, მაკ ალისტერი, სობოსლაი, დიასი, ნუნიესი, ჟოტა
დანაკლისი: სალაჰი, ენდო, ციმიკასი, ბაიცეტიჩი, ეჭვქვეშაა ტიაგოს მონაწილეობაც.
ჩელსი: პეტროვიჩი, დისასი, ტიაგო სილვა, კოულვილი, ჩილველი, ენცო ფერნანდესი, კაისედო, მადუეკე, გალაჰერი, სტერლინგი, პალმერი
დანაკლისი: რობერტ სანჩესი, რის ჯეიმსი, ფოფანა, ჩალობა, უგოჩუკვუ, ნკუნკუ, ჯექსონი, კუკურელია.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ
22 საათის წინ
2 დღის წინ