Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
6 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ცნობილია, დროის რა მონაკვეთში არის შესაძლებელი მილანიდან რაფა ლეაუს შეძენა 175 მილიონ ევროდ.
როგორც FootMercato იტყობინება, პორტუგალიელ ვინგერს, 2028 წლამდე, ყოველ ზაფხულს, 5-დან 15 ივლისამდე, კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა უაქტიურდება 175 მილიონ ევროს ოდენობით.
შესაბამისად, დროის ამ მონაკვეთში, ნებისმიერ გუნდს ლეაუს შეძენა მილანის გვერდის ავლით შეუძლია - თუ ამ თანხას რომელიმე კლუბი გადაიხდის, როსონერის უარის თქმის შესაძლებლობა არ ექნება და მხოლოდ პორტუგალიელი გადაწყვეტს, დათანხმდეს თუ არა ტრანსფერს.
მოქმედი ხელფასით ლეაუ მილანში 5.1 მილიონ ევროს იღებს წლიურად. იწერება, რომ პორტუგალიელის აზრით, მისი იტალიური კარიერა დასასრულს უახლოვდება და მას ძალების მოსინჯვა პრემიერ ლიგაში ან ლა ლიგაში სურს. თუმცა, მის სახელს ასევე პსჟ-საც უკავშირებენ, კილიან მბაპეს პოტენციურ შემცვლელად.
კომენტარები
9 დღის წინ
8 დღის წინ
10 დღის წინ
10 დღის წინ