შესვლა

burger

ხილი ტოტენჰემის გეგმებში აღარ შედის

ფონტის ზომა
TT

ბრაიან ხილი ენჯ პოსტეკოგლუს ხელში ლონდონური გუნდის გეგმებში აღარ შედის.

 

კლუბი აპირებს მოთამაშე იჯარის წესით გაუშვას და კონტრაქტში გამოსყიდვის უფლების პუნქტიც ჩაუწეროს.

 

ესპანელი შემტევით ლაციო გასული ზაფხულიდან ინტერესდება. მაურიციო სარის სჯერა, რომ ხილისგან სარგებლის მიღება შეუძლია.

 

რომაელებს შეტევაში პრობლემები აქვთ. კაპიტან ჩირო იმობილეს ტრავმები აწუხებს, მისი შემცვლელი ვალენტინ კასტელანოსი ახალ გუნდში კვლავ ადაპტირებს. სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის წასვლის შემდეგ კი ლაციოს შეტევაში დიდი ძალა მოაკლდა.

 

თავად ბრაიან ხილი კი ენჯ პოსტეკოგლუს ხელში საკმარის სათამაშო წუთებს ვერ იღებს. 22 წლის ფეხბურთელს 10 მატჩში მხოლოდ 217 წუთი აქვს ნათამაშები.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.