Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ხეტაფეს მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა, ბელინგემი-გრინვუდის თემაზე ისაუბრა.
წინა ტურის მატჩში, ბელინგემმა რაღაც სიტყვა მიაძახა, რომელიც ბევრმა გაშიფრა როგორც „მოძალადე“.
თუ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაქირავებული ტუჩების მოძრაობით მკითხავი დაადგენს, რომ ბელინგემმა გრინვუდს მართლაც ეგ უწოდა, ჯუდს სასჯელი ემუქრება, მათ შორის, შესაძლოა დისკვალიკაციაც.
„ბელინგემი - გრინვუდის თემა? ყველაფერი ლა ლიგის ხელშია, ამას ისინი კლუბთან ერთად გაარკვევენ.
მე პირადად გრინვუდის მიმართ პატივისცემას ვითხოვ.“ - აღნიშნა ბორდალასმა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ოქტომბერში გრინვუდი გირაოს პირობების დარღვევისთვის დააკავეს: მას კონტაქტი ჰქონდა გოგონასთან, რომელიც ბრალს გაუპატიურებაში და ძალადობაში სდებდა.
2023-ს თებერვალში დიდი მანჩესტერის პოლიციამ გრინვუდზე გამოძიება შეაჩერა, რადგან დაზარალებულმა მხარემ სასამართლოდან სარჩელი გაიტანა. გასულ ზაფხულს, ფეხბურთელს და იმ გოგონას, რომელიც მას ძალადობაში სდებდა ბრალს, შვილი გაუჩნდათ და ისინი დღესაც ერთად არიან.
კომენტარები
3 საათის წინ
2 საათის წინ
3 საათის წინ
3 საათის წინ