შესვლა

burger

ხელფასი 75%-ით დაიკლო - ჯორდან ჰენდერსონი აიაქსში ითამაშებს

ფონტის ზომა
TT

ინგლისის ნაკრების და საუდის არაბეთის ალ ეტიფაკის ნახევარმცველი, ჯორდან ჰენდერსონი კარიერას ამსტერდამის აიაქსში გააგრძელებს.

 

ფეხბურთელი არაბულ კლუბთან დიდი ალბათობით კონტრაქტს გაწყვეტს და აიაქსს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

 

აიაქსში გადასასვლელად, ჰენდერსონი ხელფასის 75%-ით დაკლებასაც დათანხმდა და არ არის გამორიცხული, არაბული კლუბისთვის გარკვეული თანხა ბონუსების სახით საკუთარი ჯიბიდან გაუხდეს გადასახდელი.

 

თუმცა, ჯორდანისთვის საუდის არაბეთიდან წასვლა იმდენად პრიორიტეტული იყო, რომ ის ტრანსფერის გაჭიანურების შემთხვევაში, საჯაროდ საუბარსაც აპირებდა.

 

ფეხბურთელს ინგლისის ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ზე გამგზავრება ძალიან სურს და ღელავდა, რომ საუდის არაბეთში თამაშმა შესაძლოა ამაში ხელი შეუშალოს.
 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.