Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
6 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
არტურო ვიდალი ყოფილ კლუბს 17 წლის შემდეგ დაუბრუნდა.
ჩილელი ფეხბურთელი კოლო-კოლოში ითამაშებს, რომელიც 2007 წელს დატოვა და ბაიერ ლევერკუზენში გადავიდა.
ვიდალს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს, სანტიაგოს სტადიონზე 35 ათასი გულშემატკივარი შეიკრიბა, მოთამაშე კი მოედანზე ვერტმფრენით დაეშვა, შემდეგ კი მან მეფის როლი მოირგო და ცხენზე ამხედრებული შეეგება ფანებს.
ვიდალის ევროპული კარიერა ლევერკუზენთან ერთად, იუვენტუსში, ბაიერნში, ბარსელონასა და ინტერში ასპარეზობას მოიცავდა. შემდეგ ნახევარმცველმა სამხრეთ ამერიკას მიაშურა და ფლამენგოსა და ატლეტიკო პარანაენსეში გამოდიოდა, 36 წლის ასაკში კი არტურო სამშობლოს დაუბრუნდა.
ვიდალს ჩილეს ნაკრებში 142 მატჩი აქვს ჩატარებული და 34 გოლი გატანილი.
Arturo Vidal with the best unveiling for a player of all time 🚁👑
— Italian Football TV (@IFTVofficial) February 2, 2024
• Flew in on a helicopter
• Dressed up as a king
• Went around the stadium on a horse
Incredible from Colo-Colo🤣👏
pic.twitter.com/bmZ3E5JMKi
კომენტარები
12 საათის წინ
16 საათის წინ
18 საათის წინ
18 საათის წინ