Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
MLS-ში ატლანტა იუნაიტედი ორლანდო სიტის დაუპირისპირდა და მეტოქე 2-0 დაამარცხა.
მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო საბა ლობჟანიძე, რომელმაც მე-9 წუთზე ანგარიში გახსნა.
ქართველს საგოლე გადაცემა ბერძენმა გეორგიოს იაკუმაკისმა გაუკეთა, რომელმაც მოგვიანებით გოლიც გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. საბამ მოედანზე 85 წუთი გაატარა.
ატლანტასთვის ეს MLS-ის ახლად დაწყებულ სეზონში მე-3 თამაში იყო, ლობჟანიძემ კი პირველი გოლი გაიტანა. გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში 6 ქულით მე-7 ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ საბა ლობჟანიძე ვილი სანიოლის სანაკრებო განაცხადში ვერ მოხვდა. მთავარმა მწვრთნელმა მიზეზად სწორედ MLS-ის გრაფიკი დაასახელა და თქვა, რომ მოთამაშე შეკრებაზე დროულად ჩამოსვლას და ვარჯიშს ვერ მოასწრებდა.
კომენტარები
20 დღის წინ
9 დღის წინ
4 დღის წინ
6 დღის წინ