შესვლა

burger

ვიდეო: ენცოს საოცარი ჯარიმა ასტონ ვილას კარში - ჩელსი FA თასის შემდეგ ეტაპზეა

ფონტის ზომა
TT

FA თასის 1/16 ფინალში ჩელსი ასტონ ვილას დაუპირისპირდა.

 

სტემფორდ ბრიჯზე მატჩი გუნდებმა უგოლოდ დაასრულეს, შესაბამისად გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე დაპირისპირება გახდა საჭირო, რომელიც ვილა პარკზე გაიმართა.

 

შეხვედრაში ანგარიში მე-11 წუთზე კონორ გალაჰერმა გახსნა, 21-ე წუთზე ლონდონელთა უპირატესობა ორამდე ნიკოლას ჯექსონმა გაზარდა. 

 

მატჩის მშვენება კი 54-ე წუთზე ვიხილეთ, როცა ემილიანო მარტინესის კართან ჯარიმა დაინიშნა, ბურთთან კი ასევე არგენტინელი ენცო ფერნანდესი მივიდა და თანამემამულის კარში ულამაზესი გოლი გაიტანა.

 

 

 

 

საბოლოო ანგარიში 91-ე წუთზე მასპინძელთა შემტევმა მუსა დიაბიმ დააფიქსირა, 1-3.

 

ჩელსი კი FA თასის 1/8 ფინალში გავიდა, სადაც ლიდსს დაუპირისპიდება.

 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.