შესვლა

burger

ვიდეო: ბორდომ ლიდერს დავითაშვილის გოლით მოუგო

ფონტის ზომა
TT

საფრანგეთის ლიგა 2-ის 22-ე ტურში ბორდომ ლიდერ ანჟერს უმასპინძლა.

 

მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა, ერთადერთი გოლის ავტორი კი ზურიკო დავითაშვილი გახდა, რომელმაც მეტოქის კარი შეხვედრის 70-ე წუთზე აიღო.

 

 

 

 

გოლიდან 2 წუთში ჟირონდელები კაცნაკლული დარჩნენ, თავად დავითაშვილი 89-ე წუთზე შეცვალეს, ბორდომ კი შეხვედრა ბოლომდე მიიყვანა და 3 ქულა მოიპოვა.

 

ეს ქართველისთვის ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში მე-2 გოლია, შემტევს ასევე 3 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.

 

ბორდო ამ გამარჯვების შემდეგ 28 ქულით მე-13 ადგილზეა.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.