შესვლა

burger

ვიდეო: ბითაძის დაფარება და ჩატენვა ჩიკაგოსთან

ფონტის ზომა
TT

გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა ჩიკაგო ბულსს უმასპინძლა და მეტოქე ოვერტაიმში 114-108 დაამარცხა.

 

პარკეტზე 14 წუთი გაატარა ქართველმა ცენტრმა, რომელიც 5 ქულითა და 2 მოხსნით გამოირჩა.

 

ერთ მომენტში ბითაძემ დემარ დეროუზანსაც დაუფარა.

 

 

 

ოვერტაიმში კი ქართველმა ლამაზი ჩატენვაც შემოგვთავაზა და პლუს ერთი ჯარიმაც მიიღო.

 

 

 

ორლანდოს მხრიდან გამორჩეული ფრანც ვაგნერი იყო, რომელმაც 43 წუთში 36 ქულა მიითვალა.

 

მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე იმყოფება და პლეიოფის საგზურისთვის იბრძვის.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.