შესვლა

burger

ვესტ ჰემმა ტრანსფერები ჩაშალა

ფონტის ზომა
TT

ვესტ ჰემს სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს 2 მოთამაშე უნდა გაეშვა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

 

საიდ ბენრაჰმა ლიონში უნდა გადასულიყო და ამისთვის თითქოს ყველაფერი მზად იყო, თუმცა როგორც ფრანგული კლუბი აცხადებს ინგლისელებმა უპატივცემლობა გამოიჩინეს და შესაბამისი დოკუმენტები არ წარმოადგინეს. 

 

მოთამაშე უკვე საფრანგეთში იმყოფებოდა და კონტრაქტის გასაფორმებლად ემზადებოდა, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა. ლიონმა ვესტ ჰემს უჩივლა. კლუბში იმედი აქვთ, რომ ფიფა საჩივარს მიიღებს და პრობლემა მოგვარდება.

 

რაც შეეხება მე-2 მოთამაშეს, პაბლო ფორნალსი ბეტისში უნდა გადასულიყო, თუმცა ესპანური კლუბი აქაც იმავე პრობლემას წააწყდა.

 

"ფორნალსის ტრანსფერი ვესტ ჰემის დოკუმენტების გამო ჩაიშალა. მათ ყველა გარიგებაში პრობლემა ჰქონდათ. იმედი გვაქვს, ფორნალსს მაინც დავიმატებთ" - განაცხადა ბეტისის CEO-მ რამონ ალარკონმა.

 

ასე რომ, ვესტ ჰემს სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ორ კლუბთან შეექმნა პრობლემები. 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.