შესვლა

burger

უხვგოლიანი ფრე ოლდ ტრაფორდზე

ფონტის ზომა
TT

მანჩესტერ იუნაიტედისა და ტოტენჰემის დაპირისპირება უხვგოლიანი გამოვიდა.

 

მატჩში ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა. მე-3 წუთზე მასპინძლები რასმუს ჰოილუნდმა დააწინაურა. მე-19 წუთზე პედრო პოროს ჩამოწოდებულ კუთხურს რიშარლისონი გამოეხმაურა და ანგარიში გაათანაბრა. პირველი ტაიმი მანჩესტერს მარკუს რაშფორდმა მოაგებინა, რომელსაც საგოლე გადაცემა ჰოილუნდმა გაუკეთა.

 

ასევე სწრაფი გოლით გაიხსნა მეორე ტაიმიც. 46-ე წუთზე ტოტენჰემის ახალწვეულის ტიმო ვერნერის პასით როდრიგო ბენტანტკურმა წითელი ეშმაკების კარი აიღო და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

 

ამ მატჩის შემდეგ ტოტენჰემმა 40 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზე იმყოფება, მანჩესტერ იუნაიტედი კი 32 ქულით მე-7 ადგილზეა.

 

დღეს კიდევ ერთი მატჩი გაიმართა პრემიერ ლიგაში. ევერტონი და ასტონ ვილა უგოლოდ გაიყარნენ.

 

 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.