შესვლა

burger

ტუხელი: "საზღვარგარეთ კვლავ მუშაობის იდეა ძალიან მიზიდავს"

ფონტის ზომა
TT

ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა, სამუშაოდ საზღვარგარეთ გადაბარგება არ გამორიცხა.

 

„საზღვარგარეთ მუშაობის იდეა ძალიან მიზიდავს. ესპანეთს დიდებული ლიგა აქვს.

 

ჩემი გადმოსახედიდან და ესპანელებთან სამუშაო გამოცდილებიდან, ისინი ძალიან დიდი თავდაჯერებით გამოირჩევიან. როცა ესპანელ ფეხბურთელებს ესაუბრები,  მალევე გიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ზრდასრულ ადამიანთან გაქვს საქმე.“ - ციტირებს ტუხელის სიტყვებს SkySport Deutschland.

 

გერმანიის ფარგლებს გარეთ ტუხელს პსჟ-ში და ჩელსიში აქვს ნამუშევარი, ამ უკანასკნელთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.