Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 22-ე ტურში მანჩესტერ იუნაიტედმა სტუმრად ვულვერჰემპტონი საოცარ ბრძოლაში დაამარცხა.
შეხვედრა მოლინეუქს სტედიუმზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 4:3 დასრულდა.
პირველი ტაიმის შემდეგ, ასეთ უხვგოლიან დრამას არაფერი მოასწავლებდა - რაშფორდის (5’) და ჰოილუნდის (22’) გოლებით ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა გასახდელისკენ მშვიდი უპირატესობით მიაშურა.
მატჩში ინტრიგა 71-ე წუთზე დაბრუნდა, როცა პაბლო სარაბიამ პენალტი ზუსტად შეასრულა და ვულვზი თამაშში დააბრუნა. თუმცა, აქედან ოთხ წუთში ბრუნოს პასით სკოტ მაკტომინეიმ ორბურთიანი სხვაობა კიდევ ერთხელ აღადგინა.
85-ე წუთზე კილმანმა მასპინძლებს იმედი კიდევ ერთხელ დაუბრუნა, 90+5 წუთზე კი პედრუ ნეტუმ ტაბლოზე წონასწორობა აღადგინა და ორი სამიანი აანთო.
თითქოს, ერიკ ტენ ჰაგის გუნდს მოპოვებული ქულა ჯიბიდან ამოაცალეს, მაგრამ სტუმრებმა ბოლო წუთებზე შეტევაში მიაშურეს და კიდევ ერთი გოლის გატანა 90+7 წუთზე მოახერხეს - თავი ახალგაზრდა ნახევარმცველმა კობი მეინუმ გამოიჩინა.
ჯამში არბიტრმა გუნდები მინდორზე 100+ წუთით დატოვა, თუმცა კიდევ ერთხელ ანგარიშის გათანაბრება მგლებმა ვერ მოახერხეს და იუნაიტედი ოლდ ტრაფორდზე სამი ქულით ბრუნდება.
წითელმა ეშმაკებმა 2-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს, 35 ქულა დააგროვეს და მეშვიდე ადგილზე იმყოფებიან, ვულვზი კი 29 ქულით მე-11 პოზიციაზეა.
კომენტარები
5 დღის წინ
3 დღის წინ
21 საათის წინ
5 დღის წინ