შესვლა

burger

წითელი ეშმაკები ასტონ ვილას ესტუმრებიან

ფონტის ზომა
TT

პრემიერ ლიგის 24-ე ტურში მანჩესტერ იუნაიტედი ასტონ ვილას ეწვევა.

 

ასტონ ვილა - მანჩესტერ იუნაიტედი (20:30) - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე.

 

ასტონ ვილას უბრუნდება პაუ ტორესი, რომელიც მზადაა 8-კვირიანი უქმობის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყოს მატჩი.

 

ასევე შესაძლოა 2024 წელს პირველად ითამაშოს ლუკას დინიმ, თუმცა გუნდს ეზრი კონსა დააკლდება.

 

მანჩესტერ იუნაიტედს 2 თვით გამოაკლდა ლისანდრო მარტინესი, დასაბრუნებლად მზად არ არის აარონ ვან-ბისაკა. ასევე გუნდს ვერ დაეხმარებიან მეისონ მაუნტი, ტაირელ მალასია და ანტონი მარსიალი.

 

ასტონ ვილა

 

ასტონ ვილას პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში სახლში ჩატარებული 11 შეხვედრიდან 9 მოგებული აქვს, მხოლოდ ლიდერ ლივერპულს აქვს უკეთესი შედეგი.

 

გუნდს სახლში 30 გოლი აქვს გატანილი, რაც ლიგის საუკეთესო შედეგია ლივერპულთან და არსენალთან ერთად. ბირმინგემელებმა ვილა პარკზე ჩატარებულ ყველა შეხვედრაში მოახერხეს გოლის გატანა.

 

ყველა ტურნირზე ვილა პარკზე გამართულ 22 მატჩში 20 მოგებისა და ერთი მარცხის შემდეგ, გუნდმა ზედიზედ ორი მატჩი პირველად წააგო წლის განმავლობაში.

 

ვილას პრემიერ ლიგის ამ სეზონში უკვე 49 გოლი აქვს გატანილი, რაც 2 გოლით ნაკლებია მთლიანი წინა სეზონის შედეგზე.

 

უნაი ემერისთვის ეს მე-100 მატჩი იქნება პრემიერ ლიგაში.

 

ოლი უოტკინსი 11 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით ამ სეზონში გახდა პირველი მოთამაშე ევროპის ტოპ 5 ლიგაში, რომელმაც ორივე კომპონენტში 10+ შედეგი დააფიქსირა.

 

ის ასევე გახდა ვილას პირველი მოთამაშე დუაით იორკის შემდეგ (1995-96), რომელმაც ჩემპიონატში ამის გაკეთება შეძლო.

 

მანჩესტერ იუნაიტედი

 

მანჩესტერ იუნაიტედს ამ სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით შეუძლია ზედიზედ 4 მატჩი მოიგოს.

 

ბოლო 3 შეხვედრაში გუნდმა 11 გოლი გაიტანა.

 

წითელმა ეშმაკებმა 2024 წლის პირველი 5 მატჩიდან 4 მოიგეს, როცა წინა წელს 9-დან 2 ჰქონდათ მოგებული.

 

ერიკ ტენ ჰაგის გუნდს პრემიერ ლიგაში ბოლო 5 გასვლით მატჩში მხოლოდ 1 გამარჯვება აქვს (1 ფრე, 3 წაგება).

 

იუნაიტედი ჩემპიონატში თებერვალში ჩატარებულ ბოლო 24 შეხვედრაში დაუმარცხებელია (15 მოგება, 9 ფრე). ბოლოს გუნდმა ამ თვეში 2018 წელს წააგო.

 

რასმუს ჰოილუნდს ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 6 თამაშში 5 გოლი აქვს გატანილი.

 

ბრუნო ფერნანდეშს ვილა პარკზე ჩატარებულ სამივე მატჩში გოლი აქვს გატანილი, სულ კი ასტონ ვილა 7-ჯერ ჰყავს დამწუხრებული.

 

ურთიერთშეხვედრები

 

მანჩესტერ იუნაიტედს შეუძლია ყველა ტურნირის ჩათვლით ზედიზედ მეოთხედ დაამარცხოს ასტონ ვილა.

 

ვილამ გასულ სეზონში 3-1 მოიგო, რითიც სახლში 23-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა პრემიერ ლიგაში იუნაიტედის წინააღმდეგ.

 

ბირმინგემელებმა ბოლოს ზედიზედ გამარჯვების მოპოვება წითელ ეშმაკებთან 1966-დან 1977 წლამდე შეძლეს, როცა მეტოქე მიჯრით 5-ჯერ დაამარცხეს.

 

სავარაუდო შემადგენლობები:

 

ასტონ ვილა - მარტინესი; ქეში, ტორესი, ლენგლე, მორენო; ლუისი, კამარა; დიაბი, ტილემანსი, მაკგინი; უოტკინსი.

 

მანჩესტერ იუნაიტედი - ონანა; დალო, მაგუაირი, ვარანი, შოუ; მეინო, კაზემირო; გარნაჩო, ბრუნო, რაშფორდი; ჰოილუნდი.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.