შესვლა

burger

თოფურია: "ქართული ფეხბურთის ისტორიისთვის დიდებული დღეა"

ფონტის ზომა
TT

ილია თოფურიამ საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩზე ისაუბრა.

 

„სამშობლოში დაბრუნება ყოველთვის დიდ ემოციებთან არის დაკავშირებული. დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიისთვის დიდებული დღეა. ეჭვი არ მეპარება, რომ გამარჯვებას მოვიპოვებთ. ვერ ვითმენ, რომ ხალხთან გავიდე და ეს გამარჯვება გავიზიარო."

 

"ყოველთვის ვამბობ, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. ის ფაქტი, რომ დღეს ღმერთმა აქ მომიყვანა და უნდა დავესწრო ამ მატჩს, არ მიტოვებს ეჭვის შეტანის უფლებას. მგონია, რომ დღეს გავიმარჯვებთ და გოლსაც არ გავატანინებთ - 2:0“, - განაცხადა ილია თოფურიამ იმედთან ინტერვიუში.

 

დღეს დინამო არენაზე მნიშვნელოვანი შეხვედრის დაწყების წინ ილია თოფურია ქართველ გულშემატკივარს UFC-ის საჩემპიონო ქამარს წარუდგენს. ღონისძიება 20:45-ზე დაიწყება.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.