შესვლა

burger

ტენ ჰაგი: "ჰოილუნდსა და გარნაჩოზე ეჭვები არასდროს მქონია"

ფონტის ზომა
TT

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა რასმუს ჰოილუნდსა და ალეხანდრო გარნაჩოზე ისაუბრა:

 

"ჰოილუნდსა და გარნაჩოზე ეჭვები არასდროს მქონია."

 

"მათ უბრალოდ დრო და გუნდის მხარდაჭერა სჭირდებოდათ. გუნდი ადაპტირდება თამაშის სტილთან, ამიტომაც ვითარდებიან ჩვენი ტალანტები."

 

"მე თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი. მათ პოტენციალი აქვთ, რომ დიდი რაღაცები აკეთონ." - უთხრა ტენ ჰაგმა ჟურნალისტებს.

 

ჰოილუნდის ანგარიშზე წითელი ეშმაკების მაისურით ბოლო 6 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა, გარნაჩომ კი უკანასკნელ შეხვედრაში ვესტ ჰემს დუბლი შეუსრულა.

 

მანჩესტერ იუნაიტედი მომდევნო მატჩს კვირას ასტონ ვილას წინააღმდეგ ჩაატარებს.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.