შესვლა

burger

სკალონი რჩება

ფონტის ზომა
TT

ლიონელ სკალონი არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე რჩება.

 

არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჩიკი ტაპიამ სოციალურ ქსელში ფოტო დადო, რომლის მიხედვითაც ის ალბისელესტეს თავკაცს შეხვდა.

 

 

არგენტინელი ჟურნალისტის გასტონ ედულის ინფორმაციით კი ამ შეხვედრაზე სკალონის ნაკრებში დარჩენა გადაწყდა და მსოფლიო ჩემპიონი მწვრთნელი არგენტინას კოპა ამერიკაზეც გაუძღვება.

 

ლიონელ სკალონი ნაკრებს სათავეში 2018 წლიდან უდგას. მასთან ერთად არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი, კოპა ამერიკასა და ფინალისიმას გამარჯვებული გახდა. ბოლო დროს მისი განცხადებებიდან გამომდინარე მის წასვლაზე აქტიურად იწერებოდა, თუმცა როგორც ჩანს სკალონეტა მინიმუმ კოპა ამერიკას ჩათვლით გაგრძელდება.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.