Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
6 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში იანიკ სინერი დანილ მედვედევს დაუპირისპირდა.
მატჩი თავიდან რუსის უპირატესობით წარიმართა და პირველი 2 სეტიც მოიგო, თუმცა იტალიელი შეხვედრაში დაბრუნდა და ქამბექიც შემოგვთავაზა.
საბოლოოდ სინერმა 5-სეტიან ბრძოლაში (3-6, 3-6, 6-4. 6-4, 6-3) შეძლო მეტოქის დამარცხება და ავსტრალიის გრანდ სლემის ჩემპიონი გახდა.
22 წლის ჩოგბურთელისთვის ეს გრანდ სლემებზე პირველი ფინალი და შესაბამისად პირველი ჩემპიონობა არის. ის 1976 წლის შემდეგ პირველი იტალიელი გახდა ვინც გრანდ სლემის მოგება შეძლო, ბოლოს ეს ადრიანო პანატამ მოახერხა როლან გაროსზე.
სინერმა მედვედევთან ერთად ჩემპიონობის გზაზე ვან დე ზანდშულპი, დე იონგი, ბაესი, ხაჩანოვი, რუბლევი და Australian Open-ის 10-გზის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა. იტალიელმა ტურნირზე მხოლოდ 3 სეტი წააგო.
დანილ მედვედევისთვის კი ეს ავსტრალიურ ფინალში მე-3 მარცხია, წინა შემთხვევებში რუსი ნოვაჯ ჯოკოვიჩთან და რაფა ნადალთან დამარცხდა.
კომენტარები
1 დღის წინ
14 დღის წინ
3 დღის წინ
1 დღის წინ