შესვლა

burger

შვიდი თვის შემდეგ, რეალს მილიტაო დაუბრუნდა

ფონტის ზომა
TT

შვიდი თვის და 19 დღის შემდეგ, მადრიდის რეალს ედერ მილიტაო დაუბრუნდა.

 

ბრაზილიელი მცველი ბილბაოსთან გუშინდელ მატჩში ცვლილებაზე გამოვიდა და მოედანზე ბოლო წუთები გაატარა.

 

მილიტაომ ტრავმა სწორედ ბილბაოსთან ლა ლიგის პირველი წრის მატჩში, 12 აგვისტოს მიიღო, როცა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და შვიდი თვე უქმედ ყოფნა მოუწია.

 

მატჩის შემდეგ ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა მოედანზე დაბრუნებით ბედნიერება ვერ დამალა და თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.