Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბუნდესლიგის მე-18 ტურში მიუნხენის ბაიერნმა ბრემენის ვერდერს უმასპინძლა.
მატჩის ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე სტუმართა ნახევარმცველმა მიჩელ ვაიზერმა გაიტანა.
მიუხედავად კარისკენ დარტყმის 21 მცდელობისა მიუნხენელებმა მეტოქის კარი ვერ აიღეს და სენსაციური მარცხი იწვნიეს.
ბუნდესლიგის ბოლო 8 სეზონში ბაიერნმა მეორედ წააგო სახლში მატჩი ისე, რომ გოლი ვერ გაიტანა. პირველად ეს 2018 წელს მიუნხენგლადბახთან შეხვედრაში (0-3) მოხდა.
დღევანდელი მარცხის შემდეგ რეკორდმაისტერი ლიდერ ლევერკუზენს უკვე 7 ქულით ჩამორჩება, თუმცა ბაიერნს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
კომენტარები
1 დღის წინ
6 დღის წინ