შესვლა

burger

"ყველაფერი შემთხვევით არ მოუგია", - სკალონიმ დაასახელა მწვრთნელი, რომელიც მისთვის მისაბაძი მაგალითია

ფონტის ზომა
TT

არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ დაასახელა სპეციალისტი, რომელიც მისთვის მისაბაძი მაგალითია.

 

ვის მიიჩნევთ თქვენ ორიენტირად, ანუ ვისგანაც შეიძლება რაიმე ისწავლოთ?

 

მე ვსწავლობ იმათგან, ვინც ისე მუშაობს, როგორც ჩვენ ნაკრებში ვისურვებდით. გვარდიოლა მომწონს, დე ძერბიც, რომელიც ბრაიტონში საუცხოოდ მუშაობს. ეჭვგარეშეა, რომ სიმპათიებით ვარ სიმონე ინძაიგს და სპალეტის მიმართაც. 

 

ასევე, არ შემიძლია ანჩელოტის დავიწყებაც, რომელიც ზუსტად ისეთი მწვრთნელია, როგორიც მე მინდა რომ ვიყო: ადამიანი, რომელსაც ყველა აფასებს, ძალიან ჭკვიანი და რომელმაც ყველაფერი შემთხვევით არ მოიგო. კარლო არის ჩემი ორიენტირი.

 

არის ასევე სიმეონეც, რომელსაც ველაპარაკე, მასთან მადრიდშიც ვიყავით ჩასულები და მან ბევრი რჩევა მომცა იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ. მაშინ ნაკრებში ახალი მისული ვიყავი.“ - აღნიშნა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონმა. 
 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.