Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანულმა Liga-Zwei-მ ბუდუ ზივზივაზეს სტატია მიუძღვნა.
საქართველომ ლუქსემბურგი 2-0 დაამარცხა და სამშაბათს ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის საბერძნეთს დაუპირისპირდება. მატჩის მოთამაშე თბილისში კი ბუდუ ზივზივაძე იყო, რომელმაც ჯერ ბურთი ძელს გაარტყა, შემდეგ კი დუბლი შეასრულა.
ზივზივაძე, რომელმაც ნაკრებში ჩატარებულ 24 მატჩში 7 გოლი გაიტანა, საბერძნეთთან შეხვედრაშიც ქართველების ერთ-ერთი იმედი იქნება.
კარლსრუეში კი 30 წლის თავდამსხმელის თამაშით ბედნიერები არიან, მაგრამ მათ შესაძლოა შერეული გრძნობებიც ჰქონდეთ. კლუბში ეშინიათ, რომ ბუდუს ენდომება, რომ მისი კარგი ფორმა უკეთესი კონტრაქტის გასაფორმებლად გამოიყენოს ზაფხულში.
ნაკრებში ასეთი თამაშისა და კლუბში 10 გოლის გატანის შემდეგ სურპრიზი არ იქნება, რომ მან ერთი ან ორი კლუბის ყურადღება მიიქციოს. ზივზივაზეს კარლსრუესთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს და კლუბში ამით იზღვევენ თავს.
თავდამსხმელმა შეიძლება არ დაივიწყოს ისიც, რომ ახალი შანსი და შესაძლებლობა სწორედ კარლსრუეში მიიღო, მას შემდეგ რაც უნგრეთში, ფეჰერვარის შემადგენლობაში რთული პერიოდი ჰქონდა.
სავარაუდოა, რომ შემტევი შეთავაზებებს მიიღებს, მაგრამ მისი წასვლა ჯერ გადაწყვეტილი არაა.
კომენტარები
16 დღის წინ
6 დღის წინ
11 დღის წინ
15 დღის წინ