Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
დღეიდან, ჩვენს საიტზე, მადრიდის რეალის ლეგენდის, სერხიო რამოსის ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამონარიდების წაკითხვა შეგეძლებათ.
პირველი ნაწილი - სერხიო რამოსი - გული, ხასიათი, გატაცება [ნაწილი 1]
მეორე ნაწილი - სერხიო რამოსი - გული, ხასიათი, გატაცება [ნაწილი 2]
მესამე ნაწილი - სერხიო რამოსი - გული, ხასიათი, გატაცება [ნაწილი 3]
ჩემი ბებია რეიესი
დედაჩემის დედა, ანუ ბებია კამასში ცხოვრობდა, ჩვენთან ახლოს. ის ცენტრში ცხოვრობდა, ფეხბურთის მოედანთან, ჩვენ კი რაიონ ატალაიაში. დედის მშობლებთან უფრო მეტ დროს ვატარებდი, ვიდრე მამის. არასდროს მინახავს მამაჩემის დედა, ნენა, რადგან ის ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა. ბაბუა პეპინი კი 14 წლის ასაკში დავკარგე.
ბებიას ყოველდღიურად ვნახულობდი. როცა კამასში ვთამაშობდი, სტადიონიდან პირდაპირ მასთან მივრბოდი და მხოლოდ ამის შემდეგ ვბრუნდებოდი სახლში. ყოველ კვირას ჩვენ მასთან მივდიოდით და ან ერთად ვსადილობდით, ან ყველა ერთად მივდიოდით ერთ ოჯახში, რომელიც ალკალეში ცხოვრობდა.
ჩემს ბებიას, რეიესს ძალიან მოსწონდა ფეხბურთი, მაგრამ ნერვიულობდა, რადგან შვილიშვილი ძალიან უყვარდა. ის ხშირად უყურებდა ჩემს თამაშებს ხან ტელევიზორში, ხან სანჩეს პისხუანზეც ჩამოდიოდა. სტადიონზე ყოფნისას, როცა მეუხეშებოდნენ, ვერ ითმენდა და ყვიროდა: "რატომ უხეშობენ ასე, ფეხებს დავულეწავ".
ბაბუაჩემს, ხუანს კი, ფეხბურთის გარდა, ხარების ბრძოლაც ძალიან იზიდავს. კამასი ამ სახეობის ცენტრია, იმიტომ, რომ აქ დაიბადნენ ისეთი დიდებული ტორეადორები, როგორებიც კურო რომერო და პაკო კამინო არიან. ბაბუას მთელი სეზონის აბონიმენტი ჰქონდა ნაყიდი და თითქმის არასდროს ტოვებდა კორიდას.
თავიდან, ბებიას საყვარელი შვილიშვილი რენე იყო, მაგრამ მალევე, ფავორიტის ადგილი მე დავიკავე. ხშირად ამბობდა ხოლმე ჩემზე, სად არის ჩემი ქერაო. სხვათაშორის, სულ ქერას მეძახდა.
ერთხელ, როდესაც მათ სახლში ვიყავით, დავპირდი, რომ პირველი ხელფასით, აბაზანას გავურემონტებდი. იქ ძალიან ძველი რემონტი იყო და შესვლაც კი სახიფათო იყო. სიტყვა შევასრულე. როცა აბაზანის რემონტის ფული მივუტანე, მკითხა, სამზარეულოს რემონტის ფულს რატომ არ მაძლევო. რამდენიმე თვის შემდეგ კი, შემოსასვლელის ფულიც მომთხოვა. მაგრამ ამაზე ვუპასუხე, რომ ამდენი რემონტი კი არა, უკვე ახალი ბინის ყიდვა სჭირდებოდა. ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. ჩვენ ახალ სახლში გადავედით. ახლა იქ ჩემი დეიდაც ცხოვრობს.
ბებიას ძალიან უყვარდა ის ფაქტი, რომ ფეხბურთელი შვილიშვილი ჰყავდა. ხშირად, ბაბუასთან ერთადაც დადიოდა თამაშებზე. ის 2011 წლის ზაფხულში გამოგვაკლდა, როცა ივლისის დასაწყისში მეგობრების ქორწილისთვის ვემზადებოდი, 11 ივლისს კი რეალთან ერთად ლოს ანჯელესში პრესეზონი მეწყებოდა. თავის ბოლო შობას ის უკვე ავად იყო. ქალაქგარეთ მდებარე სახლში ვიმყოფებოდით და სასწრაფოს გამოძახებაც იქ მოგვიწია. მას ალცჰაიმერის დაავადება ჰქონდა და ბოლოს 6 თვე ძალიან ცუდად იყო. ძალიან მძიმე სანახავი იყო მისი ტანჯვა, მაგრამ, იმ სიტუაციაში მის გვერდით ყოფნა აუცილებელი იყო. მისი გარდაცვალების დროს მეძინა, ჩემი დის ტირილმა გამაღვიძა. ბებიას საყვარელი, ვარდისფერი კაბა მე და დედამ ჩავაცვით. სხვათაშორის, ვარდისფერი ჩემი საყვვარელი ფერიცაა. ახლა, ის იმავე სასაფლაოზე განისვენებს, სადაც მამაჩემის მშობლები.
ის მუდამ მემახსოვრება, როგორც ძალიან ხალისიანი ქალი, რომელიც ყოველთვის მთხოვდა მასთან მეცეკვა, მიუხედავად ფეხების პრობლემებისა. რომ არა მძიმე დაავადება, ის კიდევ 20 წელი იცოცხლებდა. ბედნიერი ვარ, რომ მას სიხარულს ვანიჭებდი და რომ მასთან ერთად ბედნიერი მომენტები გავიზიარე. ძალიან ვწუხვარ, რომ ის ჩემი დის ქორწილს ვერ დაესწრო. მათ დიდებული ურთიერთობა ჰქონდათ.
ახლა, ყველა გოლს ბებიაჩემს, რეიესს ვუძღვნი, როცა ხელებს ცისკენ ვიშვერ. აქამდე ამას პეპინის და ნენეს საპატივცელოდ ვაკეთებდი.
გაგრძელება იქნება...
კომენტარები
2 საათის წინ
1 საათის წინ
2 საათის წინ
2 საათის წინ