შესვლა

burger

საუკეთესო წაგებულ მატჩში - მამარდას საოცარი პერფორმანსი

ფონტის ზომა
TT

ლა ლიგის 29-ე ტურში ვალენსია ვილიარეალს დაუპირისპირდა. ღამურები ხორხე კუენკას გოლით 1-0 დამარცხდნენ.

 

მიუხედავად მარცხისა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი მამარდაშვილი დასახელდა, რომლის ანგარიშზეც 6 მოგერიება იყო, მათ შორის ერთი თერთმეტმეტრიანი. ქართველმა მეკარემ ალექს ბაენას დარტყმული მოიგერია.

 

 

სტატისტიკური ვებ-გვერდის Whoscored-ის ვერსიით, მამარდამ მატჩში საუკეთესო შეფასება (8.5) დაიმსახურა.

 

 

გიორგი ლა ლიგის ვერსიითაც MVP გახდა, რაც წაგებული გუნდის მოთამაშეებში იშვიათი შემთხვევა არის.

 

 

გიორგი მამარდაშვილი ლუქსებურგთან მატჩს ბრწყინვალე ფორმაში ხვდება.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.