შესვლა

burger

საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის მთავარი მსაჯი გაირკვა

ფონტის ზომა
TT

გაირკვა თუ ვინ იქნება მთავარი არბიტრი 21 მარტს საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩში.

 

უეფას ოფიციალური ცნობით შეხვედრას დინამო არენაზე ესპანელი ხოსე მარია სანჩესი განსჯის. 

 

40 წლის სანჩესი 2015 წლიდან ლა ლიგაში ასპარეზობს და ერთ-ერთი წამყვანი არბიტრიცაა.

 

ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე (ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, ლა ლიგა, კოპა დელ რეი) ჯამში 25 შეხვედრა იმსაჯა და მოთამაშეებს 126 ყვითელი, 1 მეორე ყვითელი და 4 წითელი ბარათი უჩვენა, სულ კი 3 პენალტი დანიშნა.

 

სანჩესი აქამდე ლუქსემბურგის მატჩის არბიტრი ერთადერთხელ იყო, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, 2023 წლის ოქტომბერში, სლოვაკეთის წინააღმდეგ, სადაც ამ უკანასკნელმა მოიგო 0-1. შეხვედრაში 8 ყვითელი ბარათი დაფიქსირდა.

 

ესპანელს საქართველოს ნაკრების შეხვედრაში არასდროს უმსაჯია.

 

21 მარტს საქართველოს ნაკრები დინამო არენაზე ლუქსემბურგს მიიღებს და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფის ფინალში გასვლას შეეცდება.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.