შესვლა

burger

სანიოლი: "დაიწყებს თუ არა კანკავა მატჩს სასტარტოდან?"

ფონტის ზომა
TT

დღევანდელ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ჯაბა კანკავაზე ისაუბრა.

 

„რატომ გამოვიძახეთ კანკავა? ის გუნდისთვის საჭირო ფიგურაა. მნიშვნელოვანი ფეხბურთელია როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე შედარებით გამოცდილი ფეხბურთელებისთვისაც.

 

იქნება თუ არა ხვალ ძირითადში? დაზუსტებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ კვარაცხელია არ იქნება სასტარტო შემადგენლობაში, სხვა ყველაფერს ხვალ გავიგებთ." - აღნიშნა ფრანგმა სპეციალისტმა.

 

გუნდის ექს-კაპიტნის, ჯაბა კანკავას ბოლო მატჩი ნაკრებში 2021 წლით თარიღდება, მას თითქმის სამი წლის მანძილზე სანაკრებო კარიერა დასრულებული ჰქონდა.

 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.