შესვლა

burger

სანიოლი: "ბევრი ფიქრობდა რომ უნდა წავსულიყავი, მაგრამ სულ ვამბობდი, რომ შედეგს დრო სჭირდება"

ფონტის ზომა
TT

ვილი სანიოლმა საბერძნეთთან მოპოვებული გამარჯვება შეაფასა.

 

„ადრე შეიძლება ბევრს მიაჩნდა, რომ ნაკრებიდან უნდა წავსულიყავი, მაგრამ მე მაშინაც ამის ახსნას ვცდილობდი, რომ შედეგის მოსვლას დრო, თვეები და წლები სჭირდება. წასვლაზე არასდროს არ მიფიქრია, იმიტომ რომ აქ თავს კარგად ვგრძნობ, ჩემს ირგვლივ პროფესიონალები მუშაობენ და ეს მსიამოვნებს.

 

პენალტებზე ბევრი ვივარჯიშეთ, უბრალოდ როცა პენალტების სერია მოდის, წინასწარ არ იცი, ვინ იქნება მოედანზე იმ დროისთვის და ვის მოუწევს დარტყმა. ინდივიდუალურად გავისაუბრეთ და ასე დავადგინეთ, დასარტყმელად მზად ვინ იყო.

 

ქოჩორაშვილმა პირველმა თქვა, რომ დარტყმისთვის მზად იყო და ეს არც გამკვირვებია, ის ძალიან ძლიერი პიროვნებაა, უძლიერესი ხასიათი აქვს და ნაკრებში სიტუაციაც სწორედ მისი გამოჩენის შემდეგ შეიცვალა უკეთესობისკენ.

 

არ მინდა ვინმეს გამოყოფა. ყველა კარგი იყო, თუნდაც დვალი, რომელმაც ოსტატურად ითამაშა და მისი პენალტიც ამის ამსახველი იყო. დავითაშვილი, მიქაუტაძე, არ მინდა ივნმე გამოვტოვო. პენალტის დარტყმას დიდი კვერცხები სჭირდება და აუცილებლად უნდა გამოვყო კვეკვესკირიც, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ ყველაზე ბევრს ტიროდა. 

 

ნიკას ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევა, მაგრამ ბოლო პენალტი დაარტყა და ეს კარგი მაგალითია მისი ძლიერი ხასიათის." - აღნიშნა სანიოლმა.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.