Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
4 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 29-ე ტურის ფარგლებში ლივერპული საკუთარ მოედანზე ბრაიტონს უმასპინძლებს.
ლივერპული - ბრაიტონი [17:00] - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე.
იურგენ კლოპის განკარგულებაში კურტის ჯონსი, დარვინ ნუნიესი და იბრაიმა კონატე ბრუნდებიან, დიოგუ ჟოტა, ალისონი და ტრენტი კი კვლავ თამაშგარეში რჩებიან.
ლივერპული
მერსისაიდული კლუბი ყველა ტურნირზე სახლში 31 მატჩია არ აგებს - 26 მოგება, 5 ფრე
ენფილდზე ბოლო 11 გამართულ შეხვედრაში ლივერპულმა კარი მშრალად მხოლოდ ერთხელ შეინახა
იურგენ კლოპის გუნდმა ცხრილის ზედა ნაწილში მყოფი გუნდების წინააღმდეგ ბოლო 8 გამართული შეხვედრიდან 7-ში ქულები დაკარგა
ლივერპულმა ამ სეზონში წამგებიანი პოზიციიდან 23 ქულის მოპოვება მოახერხა
მოჰამდე სალაჰს ენფილდზე ბოლო 19 პრემიერ ლიგის მატჩში 20 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს
ალექსის მაკ ალისტერმა პრემიერ ლიგის ბოლო 4 მატჩში 2 გოლი და 3 ასისტი მიითვალა, კლუბის მაისურით წინა 19-ში კი მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდა.
ბრაიტონი
ბრაიტონმა ზედიზედ მეორე მატჩი შესაძლოა სექტემბრიდან პირველად მოიგეს - მაშინ გუნდს 3-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა
თუ გუნდი წააგებს, ეს მათი ზედიზედ მე-4 გასვლითი მარცხი იქნება ყველა ტურნირზე, რაც ხუთი წლის მანძილზე პირველად მოხდება.
ბრაიტონმა პრემიერ ლიგის ბოლო 8 გასვლითი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო (2 ფრე, 5 მარცხი)
დე ძერბის გუნდში ამ სეზონში ცვლილებაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა 12 გოლი გაიტანეს - საუკეთესო შედეგი პრემიერ ლიგაში
რობერტო დე ძერბი ლივერპულთან თავის ოთხივე მატჩში დაუმარცხებელია (2 მოგება, 2 ფრე)
ევან ფერგიუსონს კლუბის და ნაკრების მაისურით ბოლო 22 მატჩია გოლი არ გაუტანია
დანი უელბეკის მომდევნო მისთვის ბრაიტონის მაისურით პრემიერ ლიგაში მე-100 იქნება.
ურთიერთშეხვედრები:
ლივერპულმა ბრაიტონს ბოლო შვიდი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოუგო - 2022 წლის მარტში 2:0 (4 ფრე, 2 მარცხი)
წითლები ბრაიტონს სახლში სამი მატჩია ვერ უგებენ, ბოლო გამარჯვება 2019 წლის ნოემბრით თარიღდება (2:1).
სავარაუდო შემადგენლობები:
ლივერპული: ალისონი, ბრედლი, კონატე, ვან დაიკი, გომეის, ენდო, მაკ ალისტერი, სობოსლაი, დიასი, სალაჰი, ნუნიესი.
ბრაიტონი: ვერბრიუგენი, ლემპტი, ვან ჰეკე, დანკი, ესტუპინიანი, გროსი, გილმორი, ფატი, ადინგრა, ბუანანოტე, უელბეკი.
კომენტარები
3 დღის წინ
3 დღის წინ
3 დღის წინ
1 დღის წინ