Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 24-ე ტურში მანჩესტერ სიტი დარჩენისთვის მებრძოლ ევერტონს დაუხვდება.
მანჩესტერ სიტი - ევერტონი (16:30) - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე.
მანჩესტერ სიტიმ ბრენტფორდთან დანაკლისის გარეშე ითამაშა და ახლაც სრული შემადგენლობით მზადაა.
ევერტონის ნახევარმცველი ამადუ ონანა ორი გამოტოვებული მატჩის შემდეგ ვარჯიშს დაუბრუნდა, აბდულაიე დუკურე კი ინდივიდუალურ მზადებას აგრძელებს, მაგრამ დასაბრუნებლად მზად არაა.
გუნდს დააკლდება არნაუტ დანჯუმა, ანდრე გომეში და დელე ალი.
შონ დაიჩს, რომლისთვისაც მწვრთნელის რანგში ეს პრემიერ ლიგაში მე-300 მატჩი იქნება, ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს, რადგან სეზონში 3 ყვითელი ბარათი უკვე მიიღო.
მანჩესტერ სიტი
სიტი 21 მატჩია სახლში დაუმარცხებელია (17 მოგება, 4 ფრე), ჩემპიონატში ეტიჰადზე ჩატარებულ ბოლო 35 შეხვედრაში კი გუნდმა მხოლოდ ერთხელ წააგო ბრენტფორდთან 2022 წლის ნოემბერში.
პეპ გვარდიოლას გუნდი პრემიერ ლიგაში 23 მატჩია დაუმარცხებელია გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდებთან, ბოლოს გუნდმა 2019 წლის სექტემბერში წააგო ნორვიჩთან. (21 მოგება, 2 ფრე).
გუნდმა ამ სეზონში 17 ქულა მოიპოვა იმ თამაშებში, რომელთაც აგებდა. ეს 3 ქულით ნაკლებია მათ საუკეთესო შედეგზე პრემიერ ლიგაში, რომელიც 1993-94 წლების სეზონში დაფიქსირდა.
მოქმედმა ჩემპიონმა ბოლო 12 მატჩში მხოლოდ ერთხელ შეინახა კარი მშრალად, ჯამში კი 5-ჯერ 22 შემთხვევაში, რაც გუნდის ყველაზე ცუდი შედეგია 2016-17 სეზონის შემდეგ.
28 ნოემბერს ლაიფციგის კარში ერლინგ ჰალანდის ბოლო გოლის შემდეგ სიტიმ ყველა ტურნირზე 39 გოლის გატანა შეძლო.
ჰალანდმა ჩემპიონატში ჩატარებულ ზედიზედ 4 შეხვედრაში გოლი 2022 წლის შემდეგ პირველად ვერ გაიტანა.
ფილ ფოდენს პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 6 თამაშში 8 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული (4 გოლი და 4 საგოლე გადაცემა).
ფოდენს პრემიერ ლიგაში ევერტონთან ჩატარებულ 8 დაპირისპირებაში 4 გოლი აქვს გატანილი.
ევერტონი
კანფეტებს ჩემპიონატში 6 მატჩია არ მოუგიათ, ბოლო 3 კი ფრედ ითამაშეს.
ბოლოს გუნდმა ზედიზედ 4 ფრე პრემიერ ლიგაში 2022 წელს დააფიქსირა.
ევერტონს თავისი გოლების 50% სტანდარტულებიდან აქვს გატანილი, რაც ლიგაში ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელია. პენალტების გამოკლებით გუნდს 13 გოლი აქვს სტანდარტულებიდან, უფრო მეტი (14) მხოლოდ არსენალს აქვს გატანილი.
შონ დაიჩი გახდება მე-18 მწვრთნელი, რომელიც პრემიერ ლიგაში 300 მატჩს ჩაატარებს.
მას 19-დან მხოლოდ 1 მატჩი აქვს მოგებული მანჩესტერ სიტისთვის ყველა ტურნირზე (2 ფრე, 16 მარცხი), 2015 წლის მარტში - ბარნლი 1-0 მანჩესტერ სიტი.
დომინიკ კალვერტ-ლუინს ყველა ტურნირზე 17 შეხვედრაა გოლი არ გაუტანია, ბოლოს თავდამსხმელმა ვესტ ჰემი დაამწუხრა ოქტომბერში.
ურთიერთშეხვედრები
2017 წელს გუდისონ პარკზე 4-0 მარცხის შემდეგ მანჩესტერ სიტი პრემიერ ლიგაში 13 მატჩია ევერტონთან არ აგებს.
კანფეტებმა ეტიჰადზე ზედიზედ 4 მატჩი მოიგეს ლიგაში, თუმცა მას შემდეგ 12 დაპირისპირებაში გამარჯვება ვერ მოიპოვეს, გასულ სეზონში კი ფრე (1-1) ითამაშეს.
კომენტარები
16 საათის წინ
2 დღის წინ
18 საათის წინ
2 დღის წინ