შესვლა

burger

რონალდუმ Globe Soccer Awards-ზე ორი ჯილდო მიიღო

ფონტის ზომა
TT

კრიშტიანუ რონალდუს Globe Soccer Awards-ზე ორი პრიზი გადასცეს.

 

ალ ნასრის ფორვარდს შუა აღმოსავლეთის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ერგო. მან კარიმ ბენზემას (ალ იტიჰადი), რიად მაჰრეზს (ალ აჰლი), სალემ ალ დოსარის (ალ ჰილალი) და მოჰამედ ელ შენავის (ალ აჰლი კაირო) აჯობა.

 

გარდა ამისა, კრიშტიანუ რონალდუმ დიეგო არმანდო მარადონას სახელობის ჯილდოც მიიღო, როგორც 2023 წლის საუკეთესო ბომბარდირმა.

 

2023-ში კრიშტიანუმ 54 გოლის გატანა მოახერხა და ისეთ ფეხბურთელებს აჯობა, როგორებიც კეინი (52), მბაპე (52) და ჰალანდი (50) არიან.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.