Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბრაზილიელმა ლეგენდამ, რონალდომ, კილიან მბაპეს რეალში შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.
25 წლის ფორვარდს პსჟ-სთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ხშირად ჩნდება ინფორმაცია, რომ მან რეალთან წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწია.
„რეალი ყოველთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს იმატებს. ეს ფილოსოფია უკვე მრავალი წლის არის და არცაა გასაკვირი, რომ ასეც სურს გაგრძელება.
არ ვიცი, გადავა მბაპე რეალში თუ არა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ის ესპანურად თითქმის იდეალურად საუბრობს.
ვერ გეტყვით, საბოლოოდ რა მოხდება, მაგრამ ეს საპნის ოპერა უკვე ძალიან გაიწელა.“ - აღნშიშნა რეალის და ბრაზილიის ნაკრეის ექს-ფეხბურთელმა.
კომენტარები
2 დღის წინ
1 დღის წინ
1 დღის წინ
16 საათის წინ