შესვლა

burger

რომერო ლა ლიგაში ბრუნდება

ფონტის ზომა
TT

ლუკა რომერო 6-თვიანი იჯარის წესით ლა ლიგაში ბრუნდება.

 

ფაბრიციო რომანოს ცნობით ალმერიამ მილანთან შეთანხმებას მიაღწია. მოთამაშე სამედიცინო შემოწმებას მომდევნო 24-48 საათში გაივლის და ახალ გუნდს შეუერთდება.

 

რომერომ პროფესიონალური კარიერა სწორედ ესპანეთის ჩემპიონატში მალიორკას შემადგენლობაში დაიწყო.

 

2020 წელს ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა (15 წლის და 219 დღის) მოთამაშე ლა ლიგისა და ზოგადად ტოპ 5 ლიგის ისტორიაში.

 

2021 წელს არგენტინელი ლაციოში გადავიდა, სადაც უკვე კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა (16 წლის და 10 თვის) მოთამაშე გახდა.

 

2023 წლის ზაფხულიდან რომერო უკვე მილანის წევრია, თუმცა პულიშიჩთან, ოკაფორთან და ჩუკვუეზესთან კონკურენციის პირობებში სათამაშო წუთები საკმარისად არ ეძლევა.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.