Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
6 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ კილიან მბაპეს სატრანსფერო საგაზე ისაუბრა.
"მადრიდის რეალი ძალიან თავდაჯერებულია მბაპეს ტრანსფერთან დაკავშირებით. ჯერ-ჯერობით ოფიციალურად გაფორმებული არაფერია, თუმცა მოთამაშემ თავისი გადაწყვეტილება მალე უნდა გამოაცხადოს.
"ნასერ ალ ხელაიფის და მბაპეს ფორმალური კომუნიკაცია ჯერ არ ჰქონიათ."
"ფლორენტინო პერესთან დაახლოებული პირები გრძნობენ, რომ მბაპე რეალის მოთამაშე ხდება. ინფორმაციამ გასახდელამდეც მიაღწია და იგივე განწყობა მოთამაშეებშიც არის."
"ტრანსფერის შემთხვევაში ფრანგი ვარსკვლავი პსჟ-სთან შედარებით ნაკლებ ხელფასს აიღებს. რეალის მესიჯი ასეთია "მბაპე, ოღონდ ჩვენი პირობებით."
კილიან მბაპე თავისუფალი აგენტი ზაფხულში ხდება და როგორც ჩანს მისი მადრიდის რეალში ტრანსფერიც ახლოვდება.
კომენტარები
2 დღის წინ
1 დღის წინ
1 დღის წინ
1 დღის წინ