შესვლა

burger

როდემდე მოუთმენენ პოჩეტინოს? ჩელსი ვულვზთან დამარცხდა და ათეულიდან ამოვარდა

ფონტის ზომა
TT

პრემიერ ლიგის 23-ე ტურში ჩელსი საკუთარ კედლებში ვულვერჰემპტონში დამარცხდა.

 

შეხვედრა სტემფორდ ბრიჯზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 4:2 დასრულდა.

 

მე-19 წუთზე პალმერმა მოახერხა ანგარიშის გახსნა, თუმცა მათეუს კუნიამ 22-ზე ანგარიში გაათანაბრა. ტაიმის მიწურულს, 43-ე წთზე დისასის ავტოგოლით სტუმრებმა ტაიმის მოახერხეს.

 

63-ე წუთზე კუნიამ დუბლი შეასრულა, 82-ზე კი პენალტიდან ჰეთ-ტრიკი მიითვალა. საბოლოო ანგარიში 86-ე წუთზე ტიაგო სილვამ დააფიქსირა, რამაც ჩელსი მარცხისგან ვერ იხსნა.

 

ჩელსიმ ზედიზედ მე-2 მატჩი წააგო და 31 ქულით მე-11 ადგილზე ჩამოქვეითდა, ვულვზმა კი 32 ქულა დააგროვა და პირველ ათეულში შევიდა.
 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.