შესვლა

burger

რეალმა ბარსელონა გაანადგურა

ფონტის ზომა
TT

ესპანეთის სუპერ თასის ფინალში მადრიდის რეალმა ბარსელონა დაამარცხა.

 

მატჩის მე-10 წუთზე ანგარიში უკვე 2-0 იყო. 3-წუთიან ინტერვალში ვინისიუს ჟუნიორმა დუბლი შეასრულა. მე-7 წუთზე ჯუდ ბელინგემმა ბრაზილიელი ერთი ერთზე გაიყვანა, რეალის შვიდიანმა კი ინიაკი პენია მოატყუა და ცარიელ კარში გადაგზავნა ბურთი. ამ მომენტიდან 3 წუთში კი გოლი ბრაზილიურ კომბინაციას მოჰყვა, როდრიგოს პასით ვინისიუსის გოლი.

 

ანგარიშში სხვაობა 33-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ შეამცირა. პოლონელმა საჯარიმოს გარედან ლუნინის კარი ძლიერი დარტყმით აიღო.

 

39-ე წუთზე ბარსელონას კარში პენალტი დაინიშნა. რონალდ არაუხომ საჯარიმოში თამაშის წესი ვინისიუსის წინააღმდეგ დაარღვია. თერთმეტმეტრიანის შესრულება თავის თავზე დაზარალებულმა აიღო და ჰეთ-თრიქიც შეასრულა.

 

მატჩს საბოლოო წერტილი კი 64-ე წუთზე კიდევ ერთმა ბრაზილიელმა როდრიგომ დაუსვა.

 

ბარსელონამ თამაში 10 კაცით დაასრულა. 71-ე წუთზე არაუხომ ისევ და ისევ ვინისიუსის წინააღმდეგ უხეშობისთვის მე-2 ყვითელი ბარათი დაიმსახურა და მოედანი ნაადრევად დატოვა.

 

ასე და ამგვარად, მადრიდის რეალი ესპანეთის სუპერ თასის გამარჯვებული ისტორიაში მეცამეტედ გახდა და ბარსელონას 1 ტიტულით ჩამორჩება.

 

 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.