შესვლა

burger

პსჟ-ს პრეზიდენტი: "პარკ დე პრენსის დატოვება გვინდა"

ფონტის ზომა
TT

პსჟ-ს პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ დაადასტურა, რომ კლუბი სტადიონ პარკ დე პრენსის დატოვებას აპირებს.

 

გარკვეული პერიოდია, პსჟ-ს ხელმძღვანელობა პარიზის მერიისგან სტადიონის შესყიდვას ცდილობს, თუმცა მუდმივად უარს იღებს.

 

„ახლა, რაც სტადიონის გაყიდვაზე უარი მივიღეთ, გადაწყვეტილება უფრო მარტივი მისაღებია. 

 

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რაც გვინდა, წლები დავკარგეთ სტადიონის ყიდვის მცდელობით. ახლა კი ყველაფერი დამთავრდა, პარკ დე პრენსის დატოვება გვინდა.“ - აღნიშნა კლუბის პრეზიდენტმა.
 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.