შესვლა

burger

პრემიერ ლიგის დეკემბრის საუკეთესო მწვრთნელად უნაი ემერი დაასახელეს

ფონტის ზომა
TT

პრემიერ ლიგის დეკემბრის საუკეთესო მწვრთნელად ასტონ ვილას თავკაცი, უნაი ემერი დასახელდა.

 

გასულ თვეში ესპანელის გუნდმა შვიდი მატჩი ჩაატარა, საიდანაც 4 მოიგო, 2-ჯერ ფრე ითამაშა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

 

ემერის გარდა, ამ პრიზზე ანდონი ირაოლა (ბორნმუთი), დევიდ მოიესი (ვესტ ჰემი) და იურგენ კლოპი (ლივერპული) იყვნენ წარდგენილნი.

 

2023 წლის ნოემბერში თვის საუკეთესო მწვრთნელის წოდება ერიკ ტენ ჰაგს (მან იუნაიტედი) ერგო.
 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.