Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
6 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მაურისიო პოჩეტინო ლივერპულიდან სეზონის ბოლოს იურგენ კლოპის წასვლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
როგორი რეაქცია გქონდათ, როცა კლოპის სეზონის ბოლოს წასვლის შესახებ შეიტყვეთ?
შოკირებული ვიყავი, იმიტომ რომ დღეს მატჩის წინ ცოტა ვიმუშავე და შემდეგ ეს სიახლე შევიტყვე. გული დამწყდა და ის უკვე გვენატრება. როცა ტოტენჰემიდან გამიშვეს, პირველი, ვინც მომწერა, სწორედ კლოპი იყო. ახლა იგივე შემთხვევა არ არის, მისთვის არ მიმიწერია, მაგრამ ოთხშაბათს მექნება საშუალება, მას მადლობა გადავუხადო და საკუთარი პატივისცემა გამოვუთქვა.
მე მგონია, რომ სამუშაო, რომელსაც ის ლივერპულში ასრულებს, დიდებულია. ის ძალიან მოგვენატრება, მაგრამ სრულიად იმსახურებს იმას, რომ საკუთარი სურვილები დაიკმაყოფილოს და ცოტა დაისვენოს.
დიახ, მგონია რომ ეს ფეხბურთისთვის ძალიან სამწუხარო ამბავია. ის შესანიშნავი ადამიანია, საუცხოო მწვრთნელი - ცხადია, ინგლისურ ფეხბურთსაც ძალიან დააკლდება და რა თქმა უნდა, ლივერპულს პირველ რიგში.“ - აღნიშნა ჩელსის სპეციალისტმა.
კომენტარები
3 დღის წინ
3 დღის წინ
3 დღის წინ
3 დღის წინ