Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
6 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მაურისიო პოჩეტინომ თავისი შეგირდი, ჩელსის ნახევარმცველი მოიზეს კაისედო პრესის კრიტიკისგან დაიცვა.
„გაიხსენეთ ზიდანის ან კაკას ძვირადღირებული ტრანსფერები რეალში. მათში უდიდესი ფული გადაიხადეს, ზიდანი 26-27 წლის იყო. მგონი, 7 თუ 8 თვე დასჭირდა საკუთარი თამაშის ჩვენებისთვის, იმიტომ რომ მოლოდინი კოლოსალური იყო, ადაპტაცია რთული, ზეწოლა კი უდიდესი.
მოიზესმა წინასასეზონო მომზადება გამოტოვა, ნაკრებში გადაფრენის ფონზე პრობლემები ჰქონდა, ბევრმა ფაქტორმა შეუნელა ადაპტაცია.
არანაირი ეჭვი არ არსებობს იმაში, რომ მას ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ პრემიერ ლიგის საუკეთესო ნახევარმცველებს შორის მოიაზრებოდეს.
ახლა სხვა დროში ვცხოვრობთ. თუ როგორც ბაიერნი, ჰარი კეინში 100 მილიონ ფუნტს იხდი, რომელიც 10 წლის მანძილზე პრემიერ ლიგის ბომბარდირი იყო, რთული წარმოსადგენია, რომ სხვა ლიგაში გადასვლით მას გოლების გატანა დაავიწყდება.
ახლა საუბარია კარგი ფეხბურთელის შეძენაზე, რომელსაც აქვს პოტენციალი, რომ თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს. ზოგჯერ, სხვა კლუბებთან კონკურენციის პირობებში, მეტის გადახდა გიწევს.“ - აღნიშნა ჩელსის მწვრთნელმა.
კომენტარები
3 დღის წინ
3 დღის წინ
3 დღის წინ
3 დღის წინ