Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ასტონ ვილამ ნიუკასლს უმასპინძლა და 1-3 დამარცხდა.
პირველ ტაიმში დუბლი ფაბიან შერმა შეასრულა. შვეიცარიელმა მცველმა გოლები 32-ე და 36-ე წუთზე გაიტანა. 52-ე წუთზე ავტოგოლი ალექს მორენოს ჩაეთვალა და კაჭკაჭების უპირატესობა უკვე სამამდე გაიზარდა. 71-ე წუთზე ოლი უოტკინსმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა ეს იყო და ეს. ასტონ ვილა საკუთარ მოედანზე 1-3 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ მატჩში რამდენიმე სერია დასრულდა.
ასტონ ვილამ პრემიერ ლიგაში სახლის შეხვედრებში 18-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა. ნიუკასლს კი ბოლო 8 გასვლითი დაპირისპირება არ ჰქონდა მოგებული, ასევე სტუმრებს ვილა პარკზე არ ენახათ 8 მატჩში გამარჯვება.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტია, რომ ასტონ ვილამ ამ სეზონში ნიუკასლისგან 8 გოლი გაუშვა. ეს კი უნაი ემერის კარიერაში მესამედ მოხდა, როცა ერთი მეტოქისგან მისმა გუნდმა 2 მატჩში ამდენი გოლი გაუშვა. წინა ორივე შემთხვევაში ესპანელი სპეციალისტის გუნდები მადრიდის რეალმა დაამწუხრა ამდენჯერ.
კომენტარები
3 დღის წინ
3 დღის წინ
22 საათის წინ
2 დღის წინ