შესვლა

burger

პიკე: "ბარსელონაში გვაქვს ის, რასაც რეალი ვერასდროს ვერ მიაღწევს"

ფონტის ზომა
TT

ჟერარ პიკემ ბარსელონას და რეალის გამარჯვების სტილი შეადარა.

 

„მომწონს ხალხთან ისეთ საკითხებზე კამათი, როცა შენ იცავ იმას, რაც შენთვის ძვირფასია, ისინი კი ამას ვერ იტანენ. ესეც შოუს ნაწილია. ჩემთვის ფეხბურთი მხოლოდ მოედანზე მომხდარს არ უკავშირდება.

 

არსებობენ კიდევ პრინციპული მეტოქეები და როცა შენ მათ ამარცხებ, ეს კიდევ უფრო დიდ სიამოვნებას გგვრის, იმიტომ რომ სასწორზე მეტი დგას.

 

ესპანეთში ყველაფერი დედაქალაქზეა ორიენტირებული. გაზეთს და ყველაფერ დანარჩენს მადრიდი უყვართ, ბარსელონას კი ანიშნებენ, რომ კი ახსოვთ ჩვენს შესახებ, მაგრამ ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილებაც გრჩება, რომ ამ ქვეყნის ნაწილი არ ხარ.

 

ის, თუ როგორ ვთამაშობთ ჩვენ ფეხბურთს, მთელი მსოფლიოსთვის სამაგალთოა, როცა ვიგებთ, ჩვენ ვიგებთ ისე, რომ ხალხი ყურებისგან სიამოვნებას იღებს. ეს არის ის, რასაც რეალი ვერასდროს ვერ მიაღწევს. "- აღნიშნა ბლაუგრანას ექს-მცველმა.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.