შესვლა

burger

ორქულიანი სხვაობა - გერმანიასა და ესპანეთში ლიდერების ჯახი შედგება

ფონტის ზომა
TT

დღეს ბუნდესლიგასა და ლა ლიგაში საჩემპიონო რბოლაში მონაწილე გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

 

ლევერკუზენი - ბაიერნი (21:30)

 

 

ბუნდესლიგის 21-ე ტურში ლევერკუზენის ბაიერი მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლებს.

 

ჩაბი ალონსოს გუნდს 30-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს, თუმცა მისი მდევარი სწორედ რეკორდმაისტერია, რომელიც 2 ქულაში მიჰყვება მეტოქეს.

 

პირველ წრეში გუნდებს შორის დაპირისპირება ალიანს არენაზე ფრედ 2-2 დასრულდა, დღეს კი ტუხელის გუნდი შეეცდება ფარმაცევტებს პირველი მარცხი აგემოს და ბუნდესლიგას სათავეში ჩაუდგეს.

 

სავარაუდო შემადგენლობები:

 

ლევერკუზენი (3-4-2-1): ჰრადეცკი; ტაპსობა, ტა, ინკაპიე; ფრიმპონგი, ანდრიხი, ჯაკა, გრიმალდო; ჰოფმანი, ვირცი; იგლესიასი.

 

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი; მაზრაუი, კიმი, დე ლიხტი, გერეირო; პავლოვიჩი, გორეცკა; სანე, მიულერი, მუსიალა; კეინი.

 

რეალი - ჟირონა (21:30)

 

 

პარალელურად ლა ლიგის 24-ე ტურში მადრიდის რეალი სანტიაგო ბერნაბეუზე სეზონის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენას ჟირონას უმასპინძლებს.

 

სამეფო კლუბი ცხრილს 58 ქულით ლიდერობს, კატალონიელები კი მადრიდელებს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან.

 

პირველ წრეში გუნდებს შორის დაპირისპირება რეალის გამარჯვებით 0-3 დასრულდა და სწორედ ესაა ჟირონას ერთადერთი მარცხი ლა ლიგის მიმდინარე სეზონში.

 

სავარაუდო შემადგენლობები:

 

რეალი (4-4-2): ლუნინი; კარვახალი, რუდიგერი, ჩუამენი, მენდი; ვალვერდე, კროოსი, კამავინგა; ბელინგემი; როდრიგო, დიასი.

 

ჟირონა (4-3-3): გასანიგა; კოუტო, გარსია, მარტინესი, გუტიერესი; ტორე, გარსია, მარტინი; ციგანკოვი, დოვბიკი, სავიო.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.