შესვლა

burger

ოფიციალურად: მექვაბიშვილი კრაიოვაში ითამაშებს

ფონტის ზომა
TT

ანზორ მექვაბიშვილი კარიერას უნივერსიტატეა კრაიოვაში გააგრძელებს.

 

დინამო თბილისმა და კრაიოვამ ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. 22 წლის ნახევარმცველმა რუმინულ კლუბთან 4.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდში 5-ნომრიან მაისურს მოირგებს.

 

 

მექვაბიშვილი დინამოს აკადემიის აღზრდილია და კლუბის სისტემაში 2013 წლიდან თამაშობდა. პირველ გუნდში კი 113 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. დინამოსთან ერთად ის 2-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და ერთხელ სუპერ თასის მფლობელი.

 

მოთამაშე გასულ ზაფხულს გამართულ 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კაპიტანი იყო, ეროვნულ გუნდში კი მას უკვე 13 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

 

რაც შეეხება კრაიოვას, გუნდი რუმინეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებული 21 ტურის შემდეგ მე-3 ადგილზეა. ისტორიულად კი ისინი 4-ჯერ გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები, 7-ჯერ კი თასი მოიგეს, მათ შორის ბოლო ახლო წარსულში 2020-21 წლების სეზონში, 2021 წელს კი გუნდი რუმინეთის სუპერ თასის მფლობელიც გახდა.

 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.