Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვულვერჰემპტონის ვინგერი გონსალო გედეში კარიერას ვილიარეალში გააგრძელებს.
ყვითელ წყალქვეშა ნავს პორტუგალიელი შემტევი სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა.
27 წლის ფეხბურთელმა ბოლო 12 თვე იჯარით ბენფიკაში გაატარა, თუმცა ამ სეზონში მოედანზე 14-ჯერ გავიდა, საიდანაც სასტარტოდან მხოლოდ 2-ჯერ.
პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ვულვზში 27 მილიონ ფუნტად 2022 წლის ზაფხულში ვალენსიადან გადავიდა, თუმცა გუნდის მაისურით 18 მატჩში მხოლოდ ორი გოლი და ერთი ასისტი მიითვალა.
კომენტარები
3 დღის წინ
14 დღის წინ