შესვლა

burger

ნაპოლის მწვრთნელის თანამდებობაზე დე ლაურენტისმა ფავორიტი შეარჩია

ფონტის ზომა
TT

ნაპოლი ახალი სეზონისთვის მთავარი მწვრთნელის ძიებას შეუდგა.

 

Calciomercato-ს ინფორმაციით, კლუბის პრეზიდენტი მწვრთნელის თანამდებობაზე რამდენიმე ვარიანტს განიხილავს.

 

ამ ეტაპზე მთავარ კანდიდატად ფიორენტინას 46 წლის თავკაცი, ვინჩენცო იტალიანო მოიაზრება, თუმცა კლუბი ასევე განიხილავს რაფაელე პალადინოს (მონცა) და ფრანჩესკო ფარიოლის (ნიცა) ვარიანტებსაც.

 

ფრანჩესკო კალცონასთან კონტრაქტი ნაკლებად სავარაუდოა რომ გახანგრძლივდეს, იმიტომ რომ ის პარალელურად სლოვაკეთის ნაკრების თავკაციც არის.

 

როგორც იტალიური პრესა წერს, თავად იტალიანოსაც სეზონის ბოლოს ფიორენტინას დატოვება სურს.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.