შესვლა

burger

ნაპოლიმ 3 ქულა ბრძოლაში მოიპოვა

ფონტის ზომა
TT

სერია ა-ს მე-20 ტურში ნაპოლიმ სალერნიტანას უმასპინძლა.

 

დიეგო არმანდო მარადონაზე დაძაბული მატჩი ვიხილეთ. ანგარიში 29-ე წუთზე სტუმართა მხრიდან ანტონიო კანდრევამ გახსნა. ტაიმის ბოლოს ანგარიში თერთმეტმეტრიანის საშუალებით მატეო პოლიტანომ გაათანაბრა.

 

მატჩის მიწურულს კარგი მომენტები ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას. 81-ე წუთზე ქართველმა მარცხენა ფლანგზე ორი მეტოქის ჩამოშორების შემდეგ საჯარიმოში შეაღწია და ბურთი კარისკენ გაუშვა, თუმცა მცირე მანძილით ააცილა.

 

ხვიჩას თამაშის მოგება 94-ე წუთზე შეეძლო, როცა ალესიო ძერბინის ეფექტური პასის შემდეგ გილერმო ოჩოას წინააღმდეგ აღმოჩნდა, თუმცა მექსიკელმა დარტყმულის მოგერიება მოახერხა.

 

მატჩის კულმინაცია 96-ე წუთზე ვიხილეთ. სალერნიტანას კართან სტანდარტული დარტყმის შემდეგ საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, რითიც ამირ რაჰმანიმ ისარგებლა და ნეაპოლელებს 3 ქულა მოუპოვა.

 

ამ გამარჯვებით პარტენოპეიმ 31 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა კონკურენტებს თავიანთი მატჩები ჩასატარებელი აქვთ.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.